ქედაში განთავსებულ საკალმახეების მფლობელებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თევზი გაიაფდა, იმპორტირებული საკვებით კი თევზის კვება ძვირი უჯდებათ.
„თუ არ მიიღებენ შესაბამის ზომებს, იგივე აგროსესხებთან მიმართებაში, მაშინ მეთევზეობის დარგი საერთოდ ჩაკვდება"- აცხადებს „აჭარის ტელევიზიისთვის" მიცემულ ინტერვიუში საკალმახე მეურნეობა „აკამრეთა 2007"-ის დირექტორი სოფო დიასამიძე.
„საქართველოს მეთევზეთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩილ ფარჩვანიას განმარტებით, კალმახის რეალიზაციის პრობლემა თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებით გადაწყდება.
„სახელმწიფომ აღიაროს, რომ ქვეყნისთვის თევზის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს ინტერესს, წარმოადგენს პრიორიტეტს თუ უპირველესს არა, ერთ-ერთს მაინც. ასევე იფიქროს იმ სისტემის შექმნაზე, როდესაც ფერმერებს მაქსიმალურად შეექმნებათ სიტუაცია განვითარებისთვის"- განმარტავს ფარჩვანია.
მასალის გამოყენების პირობები