Twitter-ი IPO-თვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, Twitter-ის აქციები ბირჟაზე 2014 წელს განთავსდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის კომპანია ეძებს მენეჯერს, რომელიც S-1 დოკუმენტების შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი და ასევე IPO-ს გეგმას შეიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას IPO-ს შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმც მედია მოსალოდნელი IPO-ს შესახებ უკვე გამოქვეყნებული ვაკანსიის მიხედვით ასკვნის.
Twitter-ის ბიზნესი 10 მლრდ დოლარადაა შეფასებული.