12 აგვისტოს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვიშხეთის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, ბერბუკის და კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III „ა" მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის და ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას ქუჩის მაცხოვრებლებს.