Hilton-ის სასტუმროები ბირჟის საშუალებით გასხვისდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, მალე, საინვესტიციო კომპანია Blackstone-ი Hilton-ის სასტუმროთა ქსელს გასაყიდად გამოიტანს. აქციების IPO შემოდგომისთვის იგეგმება. ამოცანის განხორციელებისთვის Blackstone-მა უკვე დაიქირავა ოთხი ბანკი, ესენია Deutsche Bank, Goldman Sachs, Bank of America Merrill Lynch და Morgan Stanley.
Hilton-ის სასტუმროთა ქსელის გასხვისებას ექსპერტები ინვესტორების საერთო ტენდენციას უკავშირებენ, გაყიდონ ის აქტივი, რომლის ფასიც გაიზარდა, ამისათვის კი ისინი IPO-სა და პირდაპირ მიყიდვის გზას ირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები