"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრასა და კოორდინირებულ მუშაობას სთავაზობს.
ბაქრაძის თქმით, "იგი მთავრობას ახალ ინიციატივას - ეროვნული თანხმობის აქტს წარუდგენს".
"თუ ეკონომიკის მინისტრი დადებითად გამოეხმაურება ამ შეთავაზებას ჩვენ მზად ვართ ხვალ, მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს მივიდეთ სამინისტროში და ეს შეხვედრა გაიმართოს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ოპოზიციამ, ყველა იმ საკითხში, რაც უკავშირდება ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას ძალიან კოორდინირებულად ვიმუშავათ ხელისუფლებასთან, რათა გაჩნდეს სტაბილურობის განცდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.