ინტერნეტ მაღაზია Amazon.com-ის შემქმნელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი Washington Post-ს ყიდულობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენი მზადაა ცნობილი გამოცემის შეძენისთვის 250 მლნ დოლარი გადაიხადოს. უცხოური პრესა წერს, რომ ბიზნესმენი აღნიშნულ თანხას საკუთარი ანგარიშიდან გადაიხდის და ამ გარიგებაში Amazon.com-ის ფული არ დაიხარჯება. გარიგება საბოლოოდ 2 თვის შემდეგ დასრულდება და სორედ 2 თვის შემდეგ გახდება ბეზოსი გაზეთის ერთპიროვნული მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ Washington Post აშშ-ს ტერიტორიაზე ერთ-ერთ გავლენიან გამოცემად ითვლება. გაზეთის ყოველდღიური ტირაჟი 474 ათას ეგზემპლიარს აჭარბებს, ხოლო საკვირაო გამოცემის ტირაჟი კი 838 ათასია.
თავად ჯეფ ბეზოსი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbs-ის რეიტინგში 49 წლის ბიზნესმენი 19-ე პოზიციაზეა. ბეზოსის ქონება 25,2 მლრდ დოლადარაა შეფასებული.