დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია სს "ფინკა ბანკი საქართველოზე" გასცა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
"ფინკა" მიკროდაკრედიტებას ეწევა საერთაშორისო მასშტაბით და იგი წარმოდგენილია 22 ქვეყანაში: ევროპისა და აზიის ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.
საქართველოში „ფინკას" როგორც საბანკო დაწესებულების ლიცენზირება ამ საფინანსო ინსტიტუტის მიკროსაფინანსოდან კომერციულ ბანკად გარდაქმნის საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილია.
ამჟამად, საქართველოს საბანკო სექტორი უკვე 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.