„ჩემი ოჯახის კლინიკამ" საქართველოს მასშტაბით ქსელში შემავალ საავადმყოფოებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები შეიძინა, რომელიც აღჭურვილია 2012 წლის უახლესი აპარატურით და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
აჭარაში სეზონის გახსნასთან და ტურისტების მომრავლებასთან დაკავშირებით „ჩემი ოჯახის კლინიკამ" რეგიონში არსებულ საავადმყოფოებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მობილიზება უკვე უზრუნველყო.
აჭარის რეგიონს „ფორდის" მარკის უახლესი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უკვე ემსახურება, რომელიც უმოკლეს ვადაში ადგილზე მისვლას და გადაუდებელ სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფს.
„ჩემი ოჯახის კლინიკამ" სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მასშტაბით ქსელში არსებული საავადმყოფოები თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანებით უზრუნვეყო.