ბათუმში, სასტუმროების მშენებლობაზე მოთხოვნა 50 %-ით გაიზარდა, აცხადებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს ქალაქში მშენებლობისთვის გაცემული ნებართვების რაოდენობამ 274 ერთეული შეადგინა, ხოლო 2013 წლის ივლისის მონაცემებით, მშენებლობაზე გაცემულია 375 ნებართვა.
არსებული სტატისტიკური ინფორმაციით ირკვევა, რომ ბათუმში სასტუმროების მშენებლობაზე მოთხოვნამ, მშენებლობის ფართობის მიხედვით, 50%-ით მოიმატა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ფართობი კი 130 %-ითა გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები