31 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების მომპოვებელი კომპანიის, „Tethys Petroleum"-ის პრეზიდენტს დევიდ რობსონს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კომპანია „Tethys Petroleum"-ის წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანობის დაწყების სურვილი გამოთქვეს.
ნოდარ ხადურმა კი, მათ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გააცნო.
ნავთობპროდუქტების მომპოვებელი კომპანია „Tethys Petroleum" ფლობს მსხვილ აქტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, კომპანიის აქციები განთავსებულია ლონდონისა და ტორონტოს საფონდო ბირჟებზე.