ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საქმეებში ქეტრინ ეშტონმა ეგვიპტის ჩამოგდებული პრეზიდენტის მუჰამედ მურსის დაყოლიება ვერ მოახერხა, რომ მას გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა. განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „ძმები მუსულმანების" წარმომადგენელმა მუჰამმედ ალ- ბელტაგმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა მურსიმ უარყო ეშტონის მცდელობები ეიძულებინა ის საკუთარი ნებით დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ და მიეღო პირობები, რაც სამხედრო გადატრიალების აღიარების ტოლფასი იქნება", _ განაცხადა ბელტაგმა.
შეგახსენებთ, რომ ეშტონმა მურსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და ის კარგ პირობებში იმყოფება.