მესტიის თამარ მეფის აეროპორტს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივნისში მესტიის თამარ მეფის აეროპორტით 158 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში კი 916 მგზავრმა. შესაბამისად 2013 წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მესტიის თამარ მეფის აეროპორტით 82,75 %-ით ნაკლებმა მგზავრმა ისარგებლა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2012 წელს მესტიის აეროპორტი გადაადგილებისთვის 2922 მგზავრმა გამოიყენა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36,20 %-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მესტიის თამარ მეფის აეროპორტი გადაადგილებისთვის 4580 მგზავრმა გამოიყენა, ხოლო 2010 წელს კი აღნიშნული აეროპორტი გადაადგილებისთვის მხოლოდ 45 მგზავრმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებით 28.43%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებით 584 ათას 703 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2013 წელის 6 თვეში ეს მონაცემი - 750 ათას 910 მგზავრი იყო. როგორც სააგენტოში განმარტავენ 2013 წელს მგზავრთნაკადი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.43%-ითაა გაზრდილი,