2013 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 81 ათას 731 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2012 წლის 6 თვეში აეროპორტში ჩამოფრინდა, ან აეროპორტიდან გაფრინდა 59 ათას 587 მგზავრი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 37.16%-ითაა გაზრდილი,
2012 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისთვის 168 ათას 510 მგზავრმა გამოიყენა, რაც 26 %-ით მეტია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით,
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებით 28.43%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებით 584 ათას 703 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2013 წელის 6 თვეში ეს მონაცემი - 750 ათას 910 მგზავრი იყო. როგორც სააგენტოში განმარტავენ 2013 წელს მგზავრთნაკადი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.43%-ითაა გაზრდილი,