წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.38% მეტი მგზავრი გაატარა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2013 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტით 610 ათას 53 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2012 წლის 6 თვეში ეს მონაცემი 524 ათას 199 მგზავრი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 1 მლნ 219 ათას 175 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო 2011 წელს თბილისი საერთაშორისო აეროპორტი გადაადგილებისთვის 1 მლნ 58 ათას 482 მგზავრმა გამოიყენა. 2010 წელს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 822 ათას 728 მგზავრმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებით 28.43%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებით 584 ათას 703 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2013 წელის 6 თვეში ეს მონაცემი - 750 ათას 910 მგზავრი იყო. როგორც სააგენტოში განმარტავენ 2013 წელს მგზავრთნაკადი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.43%-ითაა გაზრდილი,
მასალის გამოყენების პირობები