საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ კაჩინსკი "ნაციონალური მოძრაობის" დაკავებულ გენერალურ მდივან, ივანე მერაბიშვილს მოინახულებს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ ჟურნალისტებს პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"კაჩინსკი საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. იგი ასევე, პარტიის დაკავებულ გენერალურ მდივან, ვანო მერაბიშვილს მოინახულებს", - განაცხადა ბარამიძემ.