გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, ამ დრომდე არ დაწყებულა. მიზეზი დეპუტატთა არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც კვოტა ვერ შედგა.
კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს უსაყვედურა და განუცხადა, რომ პარლაამენტში ჟურნალს ვერ აწარმოებს, სადაც ის დეპუტატებს არ გამოცხადების გამო არას დაუწერს.
„სკოლაში ხომ არ ვართ, რომ აღვრიცხო ვინ მოვიდა თავის დროზე და ვინ არა. ასე, როგორ შეიძლება კომიტეტი, როცაა ჩანიშნული ხომ უნდა იცოდე დეპუტატმა და მოხვიდე თავის დროზე!"- განუცხადა კოლეგებს ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განიხილავენ.