,,არ მინდა გამოვიდეს ისე, რომ პირველ ოქტომბერს ჩვენ ციხეებში ძალადობაზე კი არ ვთქვით უარი, არამედ განვითარებასა და პროგრესზე", _განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში, რომელიც სინგაპურში იმყოფება.
მისივე განმარტებით, საქართველო არ უნდა ჩაეფლოს პოსტსაბჭოთა ჭაობში.
"ამიტომ, ყველამ გავაანალიზოთ და დავფიქრდეთ ამ ვითარებაზე - რა მოხდა. უნდა ვიფიქროთ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა, გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა და გაგრძელდეს საქართველოს განვითარება"_განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განაცხადებით საქართველოში განვითარების და აღმშენებლობის პერიოდი უნდა გაგრძელდეს.
,, რასაც ჩვენ მივაღწიეთ რვა წელიწადში რუსეთის ემბარგოს პირობებში, მაშინ როცა გვქონდა უამრავი შიდა და გარე არეულობა, ამის მიუხედავად ყოველწლიურად იზრდებოდა სწრაფი ტემპით ეკონომიკა, მივიღეთ პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი, უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. ავაშენეთ ახალი ქალაქები. ეს პროცესი, რომ გაგრძელდეს 20-30- წელი, ჩვენ ნამდვილად არ ვიქნები ინფრასტრუქტურის კუთხით სინგაპურზე ნაკლები. შეიძლება შემოსავლებით ვერ დავეწიოთ, მაგრამ განვითარების ზოგადი დონით დავეწევით", _განაცხადა სააკაშვილმა.