ნაციონალური მოძრაობისთვის" გაუგებარია რატომ ამბობს უარს გიორგი მარგველაშვილი დავით ბაქრაძესთან დებატებზე. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განცხადა დებატების გამართვა საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება და მასზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.
,,კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფაქტობრივად, უარი განაცხდა ჩვენი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით ბაქრაძის შეთავაზებაზე, რომ დაინიშნოს და ჩატარდეს დებატების მთელი სერია გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, როგორიც არის პრეზიდენტის ფუნქცია და მთვარობის კონტროლის უნარი საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან, ეს არის საკითხები რომელიც წარმოადგენს საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს. ჩვენთვის გასაკვრი და ძალიან უცნაურია რატომ აცხადებს უარს ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამ ტიპის დებატებზე", _განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე განმარტებით მხარეებს შორის გამართული დებატების საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი თუ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯობია კოალიცია ,,ქართული ოცნების", თუ ,,ნაციონალური მოძრაობის", რომელიც პრაიმერის გზით შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს დღეს პასუხობს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, სადაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების.
,,რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოინდომა დებატები და ეს ნორმალურია. დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ, ,,ქართული ოცნება" ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს, ექსკლუზივებს ჩვენ არავის არ მივცემთ, მაგრამ შესაძლებლობა პოზიციის გამოხატვისა და აზრის დაფიქსირების ყველას ექნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.