Ford-მა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დიდი ბრიტანეთში განთავსებულ საწარმოს მალე თურქეთში გადაიტანს. Ford-ის საწარმო, ქალაქ სტამბულთან ახლოს განთავსდება.
კომპანიის მენეჯმენტმა თურქეთში „გადასვლა" იაფი მუშახელის გამო გადაწყვიტა, რადგანაც წარმოება მას თურქეთში უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ევროპაში.
დიდი ბრიტანეთის საწარმო Ford-ის ავტომობილებს 40 წლის განმავლობაში უშვებდა, საწარმოში სულ 500 ადამიანი მუშაობდა.