კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს პასუხობს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, სადაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების.
,,რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოინდომა დებატები და ეს ნორმალურია. დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ, ,,ქართული ოცნება" ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს, ექსკლუზივებს ჩვენ არავის არ მივცემთ, მაგრამ შესაძლებლობა პოზიციის გამოხატვისა და აზრის დაფიქსირების ყველას ექნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილი დებატებში გამოიწვია.