თბილისში, ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მეცამეტე სკოლის შენობაში რამდენიმე თვის წინ თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს ფართის დაცლას აიძულებენ.
როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, სკოლის შენობა დევნილთა და განსახლების სამინისტროს უნდა გადაეცეს და უკვე ერთი თვეა გამოსახლების შესახებ მათ ყოველდღე აფრთხილებენ.
მოსახლეობა შენობის დატოვებას ნებით არ აპირებს და დახმარებას სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისგან ითხოვს.