რუსთავის საავადმყოფოში ჯილეხით დაავადებული ორი პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში მკურნალობის კურსს 60 წელს გადაცილებული მამაკაცები გადიან.
პაციენტები სოფელ ფონიჭალიდან და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონედან არიან. ორივე მათგანს ჯილეხის გარეგანი, ე.წ. კანის ფორმა აღენიშნება.
მათ შეხება დაუმუშავებელ ხორცთან ჰქონდათ. ამ დროისთვის პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურს გადიან.