დღეს, რუსთავის ავტოდრომზე, "ტოიოტა კავკასია"-კავკასიისა და შუა აზიის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, ჟურნალისტებისთვის ახალი Toyota Corolla - „ლეგენდარული სედანის" ტესტ დრაივი გამართა.
ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ და ტაჯიკ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ თავად გაცნობოდნენ ახალი Toyota Corolla-ს შესაძლებლობებს. ავტომანქანით, რომელიც საქართველოში 1-ლი აგვიოსტოდან გაიყიდება, რბოლა პირველებმა სწორედ ჟურნალისტებმა გამართეს.
მათი შეფასებით ახალი Toyota Corolla სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ის ერთნაირად მისაღებია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებისთვის.
„ტოიოტა" კოროლას პირველი თაობა 47 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია - დღევანდელი მონაცემებით, 40 მილიონი Toyota Corolla-ა უკვე გაყიდულია. ახალი კოროლა - მეთერთმეტე თაობა, მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოშიც.
კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ამ მოდელში გათვალისწინებულია ყველა მყიდველის სურვილი და ყველა ის მახასიათებელი, რომელიც ლეგენდალური ავტომობილის შესაქმნელადაა საჭირო - დიზაინი, კომფორტი, ეკონომიურობა, უსაფრთხოება და გაუმჯობესებული ფუნქციები.
„თითოეული თაობისთვის კოროლა ითვისებდა ახალ ტექნოლოგიებს და ინარჩუნებდა ლიდერის პოზიციას საავტომობილო ინდუსტრიაში არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში"- განმარტავენ კომპანიაში.
ახალი Toyota Corolla - „ლეგენდარული სედანის" გაყიდვა 1-ლი აგვისტოდან დაიწყება და მისი სავარაუდო ფასი 16-დან 20 ათას აშშ დოლარამდე იქნება.
კომპანია საქართველოში წლის 300 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. 2014 წელს კი 1500 აახალი ავტომობილის რეალიზაციას.