რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განმარტებით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გასულ კვირას სტიქიისგან მიყენებული ზარალის მოცულობა ოთხ მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნარმანიამ განმარტა სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა კიდევ გრძელდება.
,,გვიან საღამომდე მოდიოდა ინფორმაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან სტიქიისგან მიყენებული ზარალის თაობაზე, რაზეც ადგილობრივმა კომისიებმა იმუშავეს სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად. მე გუშინ ვთქვი, რომ ზარალი 4 000 000 მილიონ ლარამდეა, მაგრამ ამას ციფრები კიდევ ემატება. ამიტომ მთავრობის სხდომაზე წარვადგენ ინფორმაციას არსებულ მდგომარეობის თაობაზე და უშუალოდ განკარგულება ელექტრონული წესით ორშაბათს იქნება მიღებული. ზარალის მოცულობა ოთხ მილიონ ლარზე მეტი იქნება, რადგან ეს ციფრი მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მიყენებული ზიანია, ამას ემატება დუშეთსა და ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტის, დაზიანებული ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა, რომელიც ჯამში მილიონ ნახევარ ლარამდეა", _განაცხადა ნარმაინამ.