აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას თავისი დახმარება შესთავაზა, იმისათვის რათა ახალი ხელისუფლება „უკეთ გაერკვეს ვაშინგტონის კონიუქტურაში". ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს წარმადგენლებისა და რაისის შეხვედრა კალიფორნიის შტატში, სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რაისი პოლიტოლოგიის პროფესორად მუშაობს.
„ეს იყპო ძალიან კარგი და თბილი მოლაპარაკებები", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიზე და აღნიშნავს, რომ მისი გამოცდილების გამოყენების ინიციატივა თავად რაისისგან მოდიოდა.
„რაისი მხარდაჭერას დაგვპირდა და უკვე რჩევაც კი მოგვცა რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით, რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით", _ აღნიშნავს ჯაფარიძე „იზვესტიასთან" საუბარში.
გაზეთის ინფორმაციით, თუ კონკრეტულად რა ფორმით გაიმართება თანამშრომლობა ეს საქართველოს დელეგაციის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანუ მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.