კოალცია ,,ქართული ოცნების"' საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მომავალი კვირიდან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ მის საარჩევნო შტაბს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძე უხელმძღვანელოს.
,,საარჩევნო კამპანიის დეტალებს, ალბათ ერთი კვირის ფარგლებში მივაწვდით საზოგადოებას. ალბათობა იმისა, რომ საარჩევნო სტაბს დავით საგანელიძემ უხელმძღვანელოს ძალიან დიდია", -განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.