მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიოს მასშტაბით ამოღებულია 317 ათასი ყალბი ევროს კუპიურა, ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია 2010 წლის შემდეგ. ამოღებული კუპიურებიდან 38 % 20 ევროიანია, ხოლო 41,1 %-იი კი 50 ევროიანი. ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ამოღებულ ყალბ კუპიურებს შორის საკმაოდ სოლიდური ოდენობა უკავია 5 ევროიან კუპიურასაც, რომლის გამოშვებაც მიმდინარე წელს დაიწყო.
2012 წელს 280 ათასი ცალი ყალბი კუპიურა იქნა ამოღებული. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არ არის საგანგაშო, რადგანაც ის სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ევროზონის ეკონომიკაზე. მაგალითისთვის გერმანის ტერიტორიაზე, 10000 მოსახლეზე მხოლოდ 5 ცალი ყალბი ბანკნოტი მოდის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული აქტიურობით, ფულის გაყალბების ტენდენციები ბელგიასა და ნიდერლანდებში შეინიშნება, სადაც მიმდინარე წელს შესაბამისად 21,5 ათასი და 19 ათასი ყალბი ბანკნოტი იქნა ამოღებული. თითქმის იმდენივე რამდენიც გერმანიაში, თუ,მცა უნდა ითქვას, რომ გერმანიაში 3 ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე ორივე ქვეყანაში ერთად აღებული.