,,ნაციონალური მოძრაობა" იმ საჯარო პირების სიას აქვეყნებს რომლებიც ზუგდიდში პრაიმერის ჩაშლას ცდილობდნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიზანია ჩაშალოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესი.
,,ჩვენს ხელთ არსებული ვიდეომასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ზუგდიდის თეატრთან შეკრებილი ადამიანების მობილიზებას - რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს - უშუალოდ „ქართული ოცნების" აქტივისტები, გამგებლები, მათი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და სხვადასხვა სახლელმწიფო უწყებაში დასაქმებული ,,ქართული ოცნების," აქტივისტები ახდენდნენ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პირდაპირ დაკავებულია, როგორმე ჩაშალოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესი: ირაკლი ქოჩუა - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, დევნილთა სამმართველოს უფროსი, კობა ქანთარია - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი, დავით სორდია - საქართველოს ფოსტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი, კოტე გურგულიანი - მუზეუმების გაერთიანების უფროსი.(დაჯარიმდა ასი ლარით), მურთაზ წურწუმია - სოფელ ორულუს გამგებელი, ზაზა ჯანჯღავა - სოფელ ცაიშის გამგებელი, მარინა სამელია - სოფელ ცაიშის გამგებლის მოადგილე, გოჩა შენგელია - სოფელ შამგონის გამგებელი, რაინდი უბილავა - სოფელ ოქტომბრის გამგეობის თანამშრომელი, დალი ბუკია - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მთავარი სპეციალისტი, ლევან ფაჟავა - ქალაქ ზუგდიდის, გამგეობის სპეციალისტი, ლალი ანთია - მთავარი ორგანიზატორი. მისი შვილი გურგენ სართანია,რომელიც ზუგდიდის გამგებლის მოადგილეა", -აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში".