ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მყოფმა "ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ქალაქის საბავშო-გასართობი პარკის „ფანტაზიის" შესასვლელში დაგმულ დიდი გლობუსზე საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ფერებად ანუ სხვა და სხვა ქვეყნებად არის დატანილი. საქართველოს დედაქალაქად თბილისი, აფხაზეთის კი - სოხუმია აღნიშნულია. "ჯი-ეიჩ-ენის" ჟურნალისტი შეეცადა პარკის ადმინისტრაცისტან გაერკვია აღნიშნულის შესახებ , თუმცა მათ განაცხადეს რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება.
"ჯი-ეიჩ-ენი" ლატვიაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა და მათ ამის შესახებ სააგენტოსგან გაიგეს. საელჩომ ვითარებაში გასარკვევად დრო ითხოვა.
ცნობისთვის, ვენტსპილსი ლატვიაში სიდიდით მეექვსე ქალაქია, სადაც 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 43 ათასი შეადგინა. ქალაქის ფართობი 55,4 კმ²-ს შეადგენს.