მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოცემის UNWTO Tourism Highlights, 2013 edition"-ის მიხედვით ევროპის რეგიონში, 2012 წელს 2011 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი გაიზარდა.
UNWTO Tourism Highlights, 2013 edition"-დან ირკვევა, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდამ 36 % შეადგინა, რითაც საქართველო, აღნიშნული მაჩვენებლით, რეგიონის ლიდერია. 2012 წელს საქართველოს 1,790 მლნ ტურისტი ყავდა და ქვეყანამ ტურიზმიდან, წლის განმავლობაში, 1,411 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებით, აზერბაიჯანში 2012 წელს ტურისტული ნაკადი 27 %-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანა რეგიონში ტურისტების მიზიდვის კუთხით მეორე პოზიციაზეა. მესამე პოზიციაზეა მოლდოვა, სადაც ტურისტების ნაკადის ზრდამ 2012 წელს 19 %-ი შეადგინა. რაც შეხება რუსეთს აქ ზრდის მაჩვენებლი მხოლოდ 13 %-ი იყო.