პრემიერ-მინისტრი შვებულებით აგვისტოში ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აკეთებენ.
„ივლისში პრემიერ-მინისტრის საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. წინასწარი ინფორმაციით, ის შვებულებით აგვისტოში ისარგებლებს და დაახლოებით 10 დღე დაისვენებს"- განმარტავენ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, კონკრეტულად თუ სად გაატარებს შვებულებას პრემიერ-მინისტრი უცნობია, თუმცა ის საქართველოში იქნება და სავარაუდოდ საკუთარ სოფელში დაისვენებს.