სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" საქართველოში ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, იგი მართავს 35-მდე მაღალი სტანდარტების კლინიკას თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი); აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, შუახევი, ხულო); იმერეთი (ქუთაისი, თერჯოლა, ტყიბული, ხონი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, ხობი, მარტვილი) და სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა).
ამ დროისთვის კომპანიის ქსელში საქართველოს მასშტაბით დასაქამებულია 7000-მდე ადამიანი.
სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" ზრუნავს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და მოსახლეობას სთავაზობს დამატებით ვაკანსიას: გაყიდვების აგბენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
ბენეფიციარების დაინტერესება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მიზნით „ჩემი ოჯახის კლინიკის" ამბულატორიულ ქსელში;
ბუკლეტების დარიგება ბენეფიციართა მოზიდვის მიზნით;
დეტალური ინფორმაციის მიწოდება გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის შესახებ;
მოთხოვნები:
- ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
- შესაბამისი გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- კომუნიკაბელურობა
- მიზანდასახულობა
- ენერგიულობა
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე ფოტოსურათით უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mfc.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ „გაყიდვების აგენტი".
სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" ხელს უწყობს როგორც მოსახლეობის დასაქმებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურეობის ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებას.