2013 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 2 188 721 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 29%-ით აღემატება.
2013 წლის იანვარ-ივნისში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 2 098 867 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 95,9%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 30%-ით მეტია.
2013 წლის პირველ ექვს თვეში, ამერიკიდან შემოსულია 14 314 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,7%). აღნიშნულ პერიოდში, აზიის ქვეყნებიდან შემოვიდა 51 631 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 2,3%), ახლო აღმოსავლეთიდან - 19 961 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,9%), აფრიკიდან - 2 755 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,1%), ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 1 193 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,1%).
აღსანიშნავია, რომ ზრდა აღინიშნება აზიის, ასევე ევროპული ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შემოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, გასულ წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,7%-ით გაიზარდა აზიის ქვეყნებიდან, 30%-ით - ევროპული ქვეყნებიდან, ხოლო, 5-ჯერ - ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რიცხვი.