„ვისოლ ჯგუფი" აჭარის რეგიონში ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს და სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის" ერთდროულად 2 ახალ ობიექტს ხსნის. დღესევ გაიხსნა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა" და ავტო-ტექმომსახურების ქსელის „ვიანორის" ახალი ცენტრები.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩასა და ახალსოფეში მდებარე სუპერმარკეტების გახსნით „ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის შექმნა უკვე აჭარაშიც დაიწყო და უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებით რამოდენიმე როგორც პატარა ფორმატის, ასევე დიდი ფორმატის სუპერმარკეტები გაიხსნება. დიდი ფორმატის სუპერმარკეტი 7,000 კვადრატული მეტრის მქონე სავაჭრო ცენტრში განთავსდება, რომელსაც `ვისოლ ჯგუფი" ბათუმის ცენტრში აშენებს.
„ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიების ქსელის განვითარება აჭარის რეგიონში აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ „სმარტში" უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანით, ესქკლუზიური შეთავაზებებითა და ევროპულის ტანდარტის მომსახურებით ისარგებლონ. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მომსახურების ახალი ცენტრი კი კიდევ უფრო გაუმარტივებთ ავტომაგისტრალზე მოძრავ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღონ. ავტო-ტექმომსახურების ქსელის „ვიანორის" კიდევ ერთი ცენტრი კი კვლავ გაანებივრებს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და „ტოტალის", `ფინასა" და შევრონის საავტომობილო ზეთებითა თუ სხვა ავტომანქანებისათვის აუცილებელი ექსკლუზიური პროდუქტებით". "ვიანორი" უმსხვილესი, მულტინაციონალური კომპანია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად `ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად. ახლადგახსნილ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა" დღეს დამატებით 110 ადამიანი დაასაქმა და ეს ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე დიდი მიღწევაა. ყველა თანამშრომელი უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებს" - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„სმარტის" ახალი სუპერმარკეტები მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანს შესთავაზებენ. ორივე სუპერმარკეტში განთავსებულია „სმარტ კაფე" უგემრიელესი საკონდიტროპ როდუქტებით, მზა კერძებით, სასმელებით და უფასო ინტერნეტ (WIFI) ზონით. აქვე მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს ბანკომატით და სწრაფი გადახდის ტერმინალებით. "სმარტის" სუპერმარკეტები მომსახურების გამორჩეული ხარისხით მომხმარებლებს სრულ კომფორტს უქმნიან.
"ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ახალგახსნილი სუპერმარკეტების გარდა, „სმარტი" დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრო რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" პირველი მომსახურების ცენტრი ბათუმში 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივ მომხმარებლებს მომსახურების სრულყოფილ პაკეტს სთავაზობს. „ვიანორის" ავტო-ტექმომსახურების პირველი ცენტრი კი ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე 2012 წელს გაიხსნა და ადგილობრივ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის", „ფინასა" და "შევრონის"საავტომობილო ზეთებს, „ფრამის" საავტომობილო ფილტრებს, ,,ვალეოს'' ავტონაწილებს, ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასა და სხვა სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები