23 ივლისს, ქართულ-პოლონური ბიზნესფორუმი გაიმართება. 23 ივლისს 10.30 საათზე, სასტუმრო CITADINES-ში,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება პოლონელი ბიზნესმენების შეხვედრა ქართული საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
პოლონური დელეგაციის შემადგენლობაში არიან Kostrzyn Slubice-ს სპეციალური ეკნომიკური ზონის (პოლონეთ-გერმანიის საზღვართან) წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართულ კომპანიებთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებით.
პოლონეთის დელეგაცია წამოადგენს შემდეგ სფეროებს: კვების პროდუქტებისა და სხვადასხვა ტიპის ნაწარმის ვაკუმით შეფუთვის ტექნოლოგიები; ავეჯის წარმოება; ხორცი და ხორცპროდუქტების წარმოება; ვეტერინალური მედიკამენტების წარმოება; სოფლის მეურნეობის ტექნიკა და მისი სათადარიგო ნაწილების წარმოება; მაღაროში გადასაადგილებელი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების წარმოება.