17 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 14 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.910 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 7.9 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
მასალის გამოყენების პირობები