17 ივლისს, 17:20 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრისას სტუმარი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნობა.
შეხვერდის დასრულებისთანავე გიორგი ქადაგიძე და სერ სუმა ჩაკრაბარტი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკი, სანაპიროს 2, მე-5 სართული