დღეს, 17 ივლისს 13:30 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძის და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის, გია ცაგარეიშვილის ბრიფინგი გაიმართება.
მედიასთან შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე.