დღეს, 17 ივლისს, 15:45 საათზე, EBRD-ის პრეზიდენტი და „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, EBRD-ისა და „საქართველოს ბანკის" მიერ დაფინანსებულ პროექტს - ენერგო ეფექტურობის პროგრამის ფარგლებში გარემონტებულ სკოლის შენობას, მოინახულებენ
აღსანიშნავია, რომ მე-6 საავტორო სკოლა ოპერირებს 2011 წლიდან და მასში 250 მოსწავლე სწავლობს. სკოლა მდებარეობის 1902 წელს აშენებულ შენობაში.
სკოლის შენობის გარემონტება განხორციელდა EBRD-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის გამოყოფილი ენერგოეფექტურობის კრედიტის ფარგლებში. დაფინანსების შედეგად, მოხდა ძველი, დიზელზე მომუშავე ბოილერის ჩანაცვლება თანამდეროვე, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ბოილერით; ასევე, დამონტაჟდა ფანჯრები ორმაგი მინით; განხორციელდა იატაკისა და სახურავის იზოლაცია.
EBRD-ის ინფორმაციით, რემონტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამუშაო პირობები მოსწავლეთათვის და მასწავლებლებისთვის; სკოლას მიეცა საშუალება დაზოგოს ენერგია. ენერგო ეფექტური სისტემების დანერგვამ, განაპირობა წელიწადში 420 ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის და 83,000 აშშ დოლარის მოცულობით ენერგიაზე გაწეული ხარჯის შემცირება. შედეგად, სკოლას შეუძლია დანაზოგი განათლებას მოახმაროს.
რემონტის განხორციელებამ ასევე ხელი შეუწყო თბილისის ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პროექტის დაფინანსებისას.
პროექტის განცორციელება შეუძლებელი იქნებოდა Energocredit.ge ეფექტური ენერგიის ექსპერტების გარეშე, რომლებმაც განახორციელეს ენერგეტიკული აუდიტი და გაუწიეს კონსტულტაცია ყველა ტექნიკურ და ფინანსურ ასპექტთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობის დონორების, ასევე EBRD-ის ადრეული ტრანზიიციის ქვეყნების ინიციატივის მიერ გამოყოფილი გრანტების შედეგად, ენერგო ეფექტურობის კრედიტის ექსპერტები მუდმივად ხელმისაწვდომი არიან. ექსპრეტები საზღაურის გარეშე მუშაობენ პოტენციურ კლიენტებთან და საკრედიტო ოფიცრებთან და კონსულტაციას უწევენ ინვესტიციების ტექნიკურ და ფინანსურ ასპექტებზე.
საქართველოს ბანკისთვის გამოყოფილი ენერგო ეფექტურობის საკრეტიდო ხაზის სესახებ
EBRD-იმ გამოყო 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ენერგო ეფექტურობის საკრედიტო ხაზი საქართველოს ბანკისთვის, იურიდიულ და კერძო პირებზე გასასესხებლა, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს მნიშნელოვნად დაზოგონ ენერგიის ხარჯები. პროგრამა სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ გაზარდოს ქართული ბიზნესის კონკურენტულობა. მოძველებული, არაეფექტური მანქანა-დანადგარების და შენობების გამო, ბევრი კომპანია საქართველოში იყენებს სამჯერ მეტ ენერგიას მშპ-ს ერთ ერთეულზე, ვიდრე მათი დასავლელი კონკურენტები. ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ენერგიას ინტენსიურად იყენებენ, ეს მნიშვნელოვნად არახესაყრელი ფაქტორია, განსაკუთრებით მსფოლიოში ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის პირობებში. ასეთი კომპანიებისთვის დაზოგვის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში შეუძლიათ დიდი ინვესტიციების მოკლე დროში დაფარვა და, ამავდროულად მათი შესაძლებლობების, შემოსავლიანობისა და კონკურენტულობის ზრდა.