ვისოლმა"დაასწარი გონგს" რადიო გათამაშება დაიწყო და ერთგულ მომხმარებლებს ყოველ დილით, 9:45 წუთზე „რადიო საქართველოს" ოთხივე რადიოზე - „ფორტუნა", „არ დაიდარდო", „ფორტუნა+", „ავტორადიო" - უმაღლესი ხარისხის საწვავის მოგების საშუალებას აძლევს. „დაასწარი გონგს" უპრეცედენტო თამაშია FM სივრცეში, რადგან მოგებული საწვავის რაოდენობა მთლიანად მოთამაშეზეა დამოკიდებული.
„ვისოლი მუდმივად ზრუნავს ერთგული მომხმარებლის წახალისებაზე და ამიერიდან, ორი თვის მანძილზე, ყოველ დილით მისცემს მათ საშუალებას დილა მოგებით დაიწყონ. „რადიო საქართველოს" ოთხივე რადიოს მსმენელი უნდა მიენდოს ინტუიციას, მოიშველიოს აზარტი, დაასწროს გონგს და მოიგოს მისთვის სასურველი რაოდენობის უმაღლესი ხარისხის საწვავი" , - აცხადებენ ვისოლში.
ვისოლს ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ინოვაციური პროდუქტებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე.