2013 წლის 16-29 ივლისს, კახეთში განხორციელდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპი - შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენა.
„საქსტატი" ინფორმაციით, 382 კაციანი სათანადოდ მომზადებული პერსონალი 2კვირის განმავლობაში შეადგენენ შენობებისა და მათში მცხოვრები ოჯახების სიებს კახეთის რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ ოჯახების სიების შედგენა 1 ივლისს აჭარა-გურიიდან დაიწყო.
ხოლო, 2013 წლის ნოემბრიდან ოჯახების წინასწარი სიების შედგენა საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება. აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 4 ათას ადამიანს.
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნის შესრულებისთვის 15 ათასამდე პერსონალი შეირჩევა. აღწერის პროცესის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქსტატი.