,,თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს მარშუტზე მოძრაობის გადასახადს 20-30%-ით უმცირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა.
,,ზაფხულის პერიოდია, ხალხი თბილისიდან გადის და შესაბამისად მგზავრთა რაოდენობა კლებულობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ საზაფხულო მარშუტის მოძრაობის გადასახადზე, რომელსაც მძღოლები ჩვენთან იხდიან და დღეიდან ეტაპობრივად სამარშუტო ხაზებს დააკლდებათ მარშუტზე მოძრაობის გადასახადი, რომელიც 15 სექტემბრამდე გაგრძელდება", _განაცხადა დავით ასანიძემ.