16 ივლისს, საქართველოში იწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti) სამდღიანი ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმაჩაკრაბარტის შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ფინანსთა მინისტრი, EBRD-შისაქართველოს მმართველი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
განიხილება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.