„რუსეთს ე.წ. მაგნიტსკის სიის" შესაძლო გაფართოებაზე ხისტი პასუხის გაცემის გარდა სხვა არაფერი რჩება", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარლამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც აშშ ე.წ. მაგნიტსკის სიის გაფართოებას გეგმავს.
„ჩვენ მრავალჯერ განგვიმარტავს, რომ „შავი სიების ომი", რომელიც ვაშინგტონმა წამოიწყო დასაწყისიდანვე ჩიხში მიმყვანია და ის რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს უნაყოფო დაპირისპირებამდე მიიყვანს.
ხოლო თუ აშშ ადმინისტრაცია მართლაც დაჰყვება რუსოფობების მაკკეინისა და ბენჟამინ კარდინის ნებას ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩება, რომ ხისტი პასუხი გავცეთ", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა და აშშ-ს მოუწოდა კეთილგონიერება გამოიჩინოს და ორმხროვი ურთიერთობებისათვის საზიანო ნაბიჯები არ გადადგას.