უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გიგა ბუკიას მოუწოდებს პროკურატურაში წარადგინოს აუდია ჩანაწერი, თუ არა და, ბუკიას წყარო გახდეს საჯარო.
„საკმაოდ სერიოზული განცხადება გაააკეთე ჩემმა კოლეგამ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია დაიდოს აუდიო ჩანაწერი, რადგან ისე თქვენს ამ განცხადებას შევაფასებ, როგორც საზოგადოების სპეკულირებას. თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა მაშინ საჯარო გახადეთ თქვენი წყარო, რაგან საზოგადოებამ გაიგოს, თუ როგორი წყაროები გყავთ თქვენ. ისე მალაშხიას გადატრიალებული ქვეყანა არ გაეშვა არსად,"- განაცხადა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას განცხადებით, შოთა მალაშხიამ მარტვილში პარტიის რაიონული ორგანიზიაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარტიის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მარტვილში იარაღებით სავსე საცავები აქვთ, ამიტომ მათ არჩევნების არ ეშინიათ. ბუკიამ შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტით დაინტერესებიკენ მოუწოდა. „ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ასევე დასძინა, რომ მას აქვს ამ ფრაზების აუდია ჩანაწერი,"- განაცხადა ბუკიამ.
მასალის გამოყენების პირობები