დღეს, 12 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ) და საექიმოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის IV მიკრორაიონის II ვარტლის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.