სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ყოფილ კოლეგებს მიმართავს და გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვს. დავით კირვალიძე, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დუმილს ამჯობინებდა გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ფაქტი როდესაც სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანმა მამუკა ივანიაძემ მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განცხადება გააკეთა არის ცუდი.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 2 მაისის შემდეგ, ანუ ჩემი გადადგომიდან დღემდე ფაქტობრივად კომენტარი არ გამიკეთებია. კომენტარი არ გამიკეთებია იმ ძირითადი მოსაზრებების გამო, რომ გამოძიება უნდა დასრულებულიყო მალე სამართლიანად. დღევანდელი ფაქტი კი არის ძალიან ცუდი. მე მივმართავ თხოვნით გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სამართლიანად და სამართლებრივად ეს საკითხი იყოს გამოძიებული. რაც პირველ რიგში ყველა ჩვენთაგანის ინტერესში შედის და რაც ღირსების საქმეა. ამასთან გამოძიება მთლიანად იქნეს დასრულებული დროზე, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ 5 ადამიანი, პროფესორები და დოქტორები წინასწარი სასჯელის სახით იზრდიან სახელს. მე მჯერა, რომ სამართალი მალე დადგება და ეს ადამიანებიც მალე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას"- აცხადებს დავით კირვალიძე.