პარლამენტში, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ამოქმედდება შემდეგი სახის საჯარიმო სანქციები.
ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში არასრულწლოვნისათვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველებისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა-გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს-სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მშობელების ან სხვა პირთა მიერ არასრულწლოვანის დათრობა,-გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ალკოჰოლიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ტრანსპორტში, და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში-გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.