კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩეროვეცკი, რომელიც უკრაინაში „ლეონიდ კოსმოსის" სახელითაა ცნობილი ქობულეთში მშენებარე ვილაში ნოემბერში გადავა.
„სახლში 7 ოთახია. არავითარი ზედმეტი ფუფუნება. არ მიყვარს ზედმეტობები.
არავითარი სიძველე, ყველაფერი თანამედროვეა, თუმც ვერ ვიტყვი რომ იაფი. მაგრამ ზედმეტი სიხარბეების გარეშე, ვფიქრობ, რომ ნოემბრის ბოლოს სახლში გადასვლა უკვე შესაძლებელი იქნება"- განაცხადა ჩერნოვეცკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1-ელ ივლისს ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ხოლო 12 ივლისს კიევის საქალაქო საბჭომ მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ დააკმაყოფილა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ლეონიდ კოსმოსი" ჯერ ისევ კიევის მერი იყო, თუმცა ის საქართველოში, კერძოდ ბათუმში ცხოვრობდა და მოღვაწობდა. კიევის მერის არჩევნები კი 2013 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ „ლეონიდ კოსმოსი" კიეველებს ძალიან უყვართ, რადგანაც როგორც მოსახლეობა აცხადებს, ჩერნოვეცკიმ წინა არჩევნებში მოახერხა და იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დასახელებულ კანდიდატებს მოუგო და თან ეს მოახერხა ისე, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მინიმალურიო თანხები დახარჯა.