პერუში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 15 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ტრაგედია ქვეყნის ცენტრში, უანკაველიკას რაიონში მოხდა.
სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც ათობით მგზავრი გადაჰყავდა, საპირისპიროდ მოძრავ ტრანსპორტს შეეჯახა, რის შედეგადაც იცვალა ტრაექტორია და 400 მეტრი სიღრმის ხრამში გადაიჩეხა. რამდენიმე მგზავრის ბედი ამ დრომდე დაუდგენელია. ავარიის შედეგად მძღოლსა და კიდევ ერთ ქალბატონს არანაირი სახის დაზიანება არ მიუღიათ.
ადგილობრივი სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზებს იძიებენ. ოფიციალური მონაცემებით, პერუში, საგზაო იცნიდენტების დროს, ყოველწლიურად 3 ათასამდე ადამიანი იღუპება, ხოლო დაახლოებით 50 ათასი ადამიანი სერიოზულ დაზიანებებს იღებს.